ჩვენი სერვერი: 93.188.8.55:55
ძებნა
გამოკითხვა
რომელი დავამატოთ ?
შესვლა
მთვლელი
სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0
სერვერი
 

 

არჩვი მაღალი მთების ბინადარია. იგი ცხოვრობს სუბალპურ ზონაში. არჩვის საბინადრო ზონა 1500-2500 მეტრამდეა ზღვის დონიდან, თუმცა ზაფხულობით იგი უფრო ზევითაც შეუმჩნევიათ, თოვლის საზღვრამდე. საერთოდ კი, არჩვის მთავარ საბინადროს წარმოადგენს ტყის ზედა ზონა, სადაც უფრო მეტია ტყიან-კლდოვანი ადგილები.
მაისის ან ივნისის დასაწყისში იბადებიან არჩვის თიკნები, ხშირად ორი,იშვიათად სამი. ხოლო ახალგაზრდა დედა-არჩვისგან მხოლოდ ერთი.ახალგაზრდები ძალიან მალე ეჩვევიან კლდეებზე და ციცაბოებზე ხტომასა და სიარულს. აგვისტოში უკვე თიკნებს რქები ამოსდით; სამი წლის ასაკში არჩვი უკვე ზრდადასრულია.
არჩვები საძოვარზე დილაობით და საღამოობით გამოდიან. მათი უმთავრესი საკვები სუბალპური და ალპური ზონის ბალახეულია.
არჩვი მეტისმეტად ფრთხილი ცხოველია, ძოვის დროს ხშირად ზვერავს მიდამოს, თუ რაიმე საეჭვო შეამჩნია, ქანდაკებასავით გაშეშდება და დიდხანს ასე დგას. ხიფათის შემჩნევისას საგანგაშოდ ფსტვენს. მაშინ მთელი ფარა სხვადასვვა მხარეს იფანტება და გაქცევით შველის თავს. ზოგჯერ არჩვები ჯიხვებთან, ან ირმებთან ერთადაც ძოვენ.
არჩვი ლამაზი და მოხდენილი ცხოველია. მის ხორცსსაკვებად იყენებენ, ხოლო ტყავს--სამეურნეო მიზნებისთვის და იატაკზე დასაგებად.
არჩვის რაოდენობა, კომუნისტების ბოლო პერიოდში ჩატარებული დაცვითი ღონისძიებების შედეგად, საგრძნობლად გაიზარდა.
ჩვენში არჩვი ამჟამად ბინადრობს ახმეტის, ამბროლაურის, ლაგოდეხის, თიანეთის, დუშეთის, ყაზბეგის, სვანეთის, საჩხერის, ბორჯომის, ბაღდათის, ოზურგეთის, ვანის, მარტვილის რაიონებში, აფხაზეთის, აჭარის და სამაჩაბლოს მაღალმთიანეთში.

hk | Viewed: 1526 | Rated: 3