ჩვენი სერვერი: 93.188.8.55:55
ძებნა
გამოკითხვა
რომელი დავამატოთ ?
შესვლა
მთვლელი
სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0
სერვერი
 
კურდღელი.

კურდღელი შესანიშნავი სანადირო ობიექტია. მასზე ნადირობის მრავალი წესი არსებობს, რომლიდანაც მე პირადად არცერთს არ გამოვყოფდი რადგან ყველა საოცრად აზარტულია. სამწუხაროდ დღეს საქართველოში კურდღელზე ნადირობა მხოლოდ რეგისტრირებულ სამონადირეო მეურნეობებშია - სპეციალური ლიცენზიით დაშვებული. ამ სტატიის დაწერაც ძირითადად ამ ფაქტმა განაპირობა. ჩემთვის და ალბათ თქვენთვისაც აბსოლუტურად გაუგებარია, რატომ გვახდევინებს სამონადირეო მეურნეობის მეპატრონე - მაღალჩინოსანი ან და ყოფილი მაღალჩინოსანი ფულს, როცა კურდღლის პოპულაციის გამრავლებაში ან და მის დაცვაში არავითარი წვლილი არ მიუძღვის, უფრო მეტიც თითო მოკლულ კურდღელზე გადახდილი 25-30 ლარიდან ქვეყნის ბიუჯეტში დარწმუნებული ვარ თეთრიც არ შედის. პარალელურად იკარგება კურდღელზე ნადირობის შესანიშნავი ტრადიციები. ყველამ კარგად ვიცით, რომ კურდღელზე არაკანონიერად დღესაც ნადირობენ, დარწმუნებული ვარ, რომ რაიონში ამ აკრძალვების შესახებ მონადირეებმა საერთოდ არაფერი იციან, რომ არაფერი ვთქვათ დაურეგისტრირებელი იარაღით აღჭურვილ და ულიცენზიო მონადირეებზე. პრობლემის გადასაწყვეტად კურდღელზე ნადირობის დაშვება და მასზე სპეციალური ლიცენზიების შემოღება მიმაჩნია. კერძოდ მონადირე სანადირო სეზონის გახნისთანავე, სურვილისამებრ გადამფრენ ფრინველებზე ლიცენზიისგან დამოუკიდებლად აიღებს ერთ თვიან სახელობით, სპეციალურ ლიცენზიას, რა თქმა უნდა შესაბამისი თანხის გადახდით. (ანუ კურდღელზე სახელობითი ლიცენზია 1 თვიანი იქნება. ვადის გასვლის შემთხვევაში თუ სურვილი ექნება ხელახლა აიღებს. ლიცენზიის აღემა კი მოგეხსენებათ დღეს-დღეობით პრობლემა არ არის რადგან უწინდელისგან განსხვავებით მის მაგივრობას ბანკიში გადახდის ქვითარი ასრულებს) მოდით თანხაზე წინსაწარ ნუ ვიკამათებთ მაგრამ დარწმუნებული ვარ რომ ყველა კეთილსინდისიერი მონადირე გადაიხდის თანხას იმისთვის, რომ თავისუფლად და დაუფარავად ინადიროს კურდღელზე იმ ტერიტორიებზე სადაც ნადირობა დაშვებულია. გადახდილი თანხა შევა ბიუჯეტში და არა სამონადირეო მეურნეობის მეპატრონის ჯიბეში. თუმცა უნდა გავითვალისწინოთ ისიც რომ მათ მიერ დაწესებული კურდღლის მოკვლის ტარიფები საოცრად არარეალურია და ამ ფასის გადმოტანა სახელობით ლიცენზიაში დიდი უაზრობა იქნება და შედეგსაც ვერ მოგვიტანს.

ყველაფერი კურდღლის შესახებ:

კურდღელი საშუალო ზომის ცხოველია, მისი წონა საშუალოდ 4-5 კგ-ს აღწევს. სიცოცხლის ხანგრძლივობა დაახლოებით 10 წელია. სქესობრივ სიმწიფეს კურდღელი ერთი წლის ასაკში აღწევს, მაკეობს ძირითადად წელიწადში ორჯერ, მაგრამ არის შემთხვევები და განსაკუთრებით თბილი ზამთრის პერიოდში როდესაც მაკეობას ოთხჯერაც ასწრებს. ბადებს 2-3 თვალახელილ და ბალნით შემოსილ ბაჭიას. კურდღელს მუდმივი საცხოვრებელი ანუ სორო არ გააჩნია, იგი ბაჭიებს წყნარ და უსაფრთხო ადგილზე ტოვებს და ხშირ-ხშირად აკითხავს მათ გამოსაკვებად. ბაჭიები დამოუკიდებელ ცხოვრებას თითქმის თვე - თვენახევარში იწყებენ.
კურდღელი ღამის ცხოველია, იგი საჭმელად ღამე გამოდის და იწყებს საკვების მოპოვებას, ვინაიდან მას როგორც ზემოთ ავღნიშნეთ ერთი საბინადრო ადგილი არ გააჩნია გათენება სადაც მოუსწრებს იმ ადგილზე პოულობს მოფარებულ ჩაღრმავებულ ადგილს,და დღეს ძილში ატარებს,
კურდღელი მხოლოდ მცენარეებით იკვებება, ზაფხულის პერიოდში ისინი ნორჩ ბალახს ეტანებიან. განსაკუთრებით უყვართ კულტურული მცენარეები - ჯეჯილი, იონჯა და სხვა, ხშირად ბოსტნებშიაც იპარებიან. ზამთრობით მათი საკვები ძირითადად ხის ნორჩი ახალგაზრდა ტოტები (ნეკერი) და ხის ქერქია.
კურდღლის ძირითად მტრებს, მასზედ ძლიერი ცხოველები წარმოადგენენ - მელა, ტურა, მგელი მნიშვნელოვნად ანაგურებენ კურდღლის პოპულაციებს. მათ არ ჩამოეჩებიან მტაცებელი ფრინველებიც კი, მაგალითად ქორი და არწივი ადვილად იტაცებენ კურდღლის ბაჭიებს.

კურდღელზე ნადირობა:

სამწუხაროდ საქართველოში კურდღელზე ნადირობა პირველად, ოფიციალურად 1960 წლებში აიკრძალა და იგი დღემდე აკრძალულია. მიზეზი კურდღლის პოპულაციის მნიშვნელოვანი შემცირება გახლდათ. მე ბევრი ვეძიე და ვერსად მოვიპოვე ის მასალები თუ რა კვლევებზე დაყრდნობით გამოიტანეს ეს დასკვნა მაშინდელმა გარემოდამცველაბმა - ბუნების დაცვის კომიტეტმა ან და მონკავშირის მაღალჩინოსნება. საქმე იამაშია, რომ კურდღელზე ნადირობის აკრძალვა მხოლოდ ქაღალდზე მოხდა და პრაქტიკულად კი ამ ცხოველზე ნადირობას ყველა დაუფარავად აგრძელებდა და აგრძელებს დღესაც. უფრო მეტიც არც ტელეგადაცემებში ყოფილა დაფარული მასზე ნადირობის ამსახველი კარდები. მე შემიძლია ასეთი მრავალი გადაცემა გავიხსენო არა მარტო ადრე არამედ უკანასკნელ წლებშიც კი გაშვებული.
გასული საუკუნის 70 წლებში კურდღელზე ნადირობა დაიშვა მხოლოდ სპეციალური ლიცენზიებით, რომლებსაც უბრალო მოკვდავნი ვერ ეკარებოდნენ, თუმცა ამის საჭიროება არც ყოფილა რადგან ვიმეორებ, რომ კურდღელზე ნადირობა მხოლოდ ქაღალდზე იყო აკრძალული და დღესაც კი დარწმუნებული ვარ, რომ საქართველოს ნახევერზე მეტმა მონადირემ არაფერი იცის ამ აკრძალვის შესახებ განსაკუთრებით კი რაიონებში.
დღეს კურდღელზე ნადირობა დაშვებულია მხოლოდ რეგისტრირებულ სამონადირეო მეურნეობებში - სადაც გაიცემა სპეციალური ნადირობის ლიცენზია. მისი ფასი 25 ლარიდან 40 ლარამდე მერყეობს.

კურდღელზე ნადირობის წესები:

კურდღელზე ნადირობის უამრავი წესი არსებობს. მე მინდა ყურადღება გავამახვილო ყველზე მიღებულ და ჩემთვის ახლობელ წესებზე. ამ საკითხის განხილვისას თავიდანვე უნდა გავითვალისწინოთ ერთი საკითხი. კურდღლის მოკვლა და მოპოვება ხშირად ყოველგვარი დაგეგმილი წესების გარეშეც ხდება ხოლმე, ანუ როდესაც მასზედ არ ვნადირობთ სპეციალურად. ეს ხშირად ხდება ფრინველებზე ნადირობის დროს, მაგალითად მწყერზე, კაკაბზე, და ასე შემდეგ. ამ დროს კურდღლის მოკვლას დიდი ფილოსოფია არ ჭირდება, რადგან ყოფილა შემთხვევა, როცა მინდორში მწყერზე ნადირობისას ძაღლი ნაბულზე გაყინულა და მწყრის მაგიერ ყურცქვიტა წამომხტარა. ამგვარი ფაქტები დამეთანხმებით რომ განსაკუთრებით ხშირია კაკაბზე ნადირობის დროს, ამიტომ ამ დროს ყოველთვის ყურადღებით უნდა ვიყოთ, რადგან ხშირ შემთხვევაში ჩვენს გვერძე ბუჩქიდან ისე გაიპარება, რომ თვალს ან ვერ მოვკრავთ ან და უკვე შორს არა სასროლმანძილზე დავლანდავთ ხოლმე. ამაგვარი ფაქტები ხშირად ხდება ჩვენს ნახევარუდაბნოებში ნადირობისას. მოდით ჩავთვალოთ, რომ ეს იღბლიანი ნადირობის საჩუქარია და მასზედ დიდი ყურადღება არ გავამახვილოთ. განვიხილოთ ჩვენთან მიღებული კურდღელზე ნადირობის რამოდენიმე ვარიანტი.

კვალზე ნადირობა.

უძაღლო მონადირისთვის ყველაზე ხელმისაწვდომი და ალბათ ერთ-ერთი საუკეთესო ვარიანტიც კვალზე ნადირობაა. თუმცა კვალზე ნადირობას თავისებური აზარტი აქვს და დიდი გამოცდილებაც სჭირდება, ამიტომ ხშირად კარგი ძაღლების მეპატრონე მონადირეებიც კვალზეც სიამუვნებით ნადირობენ. უფრო მეტიც ბევრი გამოცდილი მონადირისგან გამიგია, რომ ზამთარში თოვლზე კურდღელზე ნადირობისას ძაღლი რა საჭიროაო, ეს მონადირისგან დიდ ფიზიკურ გამძლეობას და გონებრივ გამჭრიახობას მოითხოვს.
როგორც შევთანხმდით კურდღელი დასაწოლად მუდმივად ისეთ ადგილებს ირჩევს, საიდანაც საფრთხეს ადვილად დაახწევს თავს. იგი ძირითადად პირით ქარის მიმართულებით წვება, ამიტომ ამ შემთხვევაშიც სადაც ვეჭვობთ, რომ კურდღელი იქნება ქარის საწინააღმდეგო მიმართულებით უნდა ვიმოძრაოდ. კვალზე ნადირობისას აუცილებლად უნდა გავითვალისწინოდ ამინდის ფაქტორიც, მაგალითად ცნობილია, რომ ნესტიან ამინდში უკვე განაბული კურდღელი შედარებით ახლოს უშვებს მონადირეს, ყინვებში მასთან მიახლოვება ძალიან ძნელია, იგი მალევე იპარება. კვალზე ნადირობისას ყველაზე ხელსაყრელი და სანატრელი თოვლიანი ამინდია. ამ შემთხვევაშიც გარკვეული მნიშვნელობა თოვის შეწყვეტას ენიჭება. მაგალითისთვის თუ თოვა დაღამების შემდეგ მალევე შეწყდა - მაშინ კურდღლის მოძრაობის მთლიანი მარშუტი რჩება, ხოლო თუ თოვა გამთენიისას შეწყდება, მაშინ კურდღლის მოძრაობის მხოლოდ უკანასკნელი მონაკვეთი რჩება, რომელის პოვნის შემთხვევაში გამოცდილი მონადირეს ნადავლი გარანტირებული აქვს. ხშირად მონადირეები ჩვენს მიერ განხილულ პირველ ვარიანტს - როცა თოვა დაღამებისას წყდება - გრძელ კვალს ეძახიან და თუ გამთენიისას შეწყდება მოკლე კვალს.
სხვა ცხოველებისგან განსხვავებით კურდღლის კვალი ადვილი გასარჩევია, მას სპეციფიური ხელწერა აქვს. მაგრამ მიმართულების დადგენა გამოუცდელ მონადირეებს უჭირთ ხოლმე. ეს გამოწვეული იმით რომ, კურდღელი როცა გარბის წინა ფეხებს უკანა ფეხებს შორის ატარებს. ეს კარგად ჩანს სურათზე იხ. სურათი 1. ამიტომ კურდღლის კვალზე უკანა თათის ანაბეჭდები უფრო წინააა ხოლმე ვიდრე წინასი. ანუ უნდა დავიმახსოვროთ, რომ თუ კი გვინდა კვალზე დავადგინოთ კურდღლის მოძრაობის მიმართულება. აუცილებლად უნდა გავითვალისწინოთ ისე რომ კურდღელი მოძრაობს იმ მიმართულებით საითაც უკანა ფეხები არის წინ. ამას მოცემულ სურათზე ადვილად გაარკვევთ. იხ. სურათი 2.
კვალზე ნადირობისას აუცილებლად უნდა გავითვალისწინოთ ისიც, რომ კურდღელი სხვადასხვა სიტუაციებში სხვადასხვანაირ კვალს ტოვებს. მაგალითად: როდესაც თათები შემჭიდროვებულია და კვალი ერთგვარ ბილიკს წააგავს ანუ წინა და უკანა ფეხების ანაბეჭდები ერთმანეთთან ახლოსაა ეს იმას ნიშნავს რომ იგი დამფრთხალი არ არის, ამ დროს კურდღელი ერთ ადგილზე ტრიალებს რადგან საჭმელს ეძებს. ამ კვალის გატანას აზრი არ აქვს უმჯობესია ტერიტორია კარგად მოვჩხრიკოთ და გამავალი კვალი ვიპოვოთ რომელიც მის საწოლ ადგილამდე მიგვიყვანს.
დამფრთხალი კურდღლის კვალს ადვილად გასარჩევია, რადგან ნახტომებს შორის დაშორება შეიძლება ერთი მეტრიც იყოს. არის შემთხვევა როცა კვალი უეცრად წყდება! ამ შემთხვევაში ტერიტორია კარგად უნდა მოვჩხრიკოდ, რადგან არ არის გამორიცხული რომ კურდღელი გვერძე იყოს გადამხტარი. ხშირად კურდღელი ტერიტორიას წრეზე უვლის რომელიც თანდათან ვიწროვდება, აი ამ დროს ძალიან ფრთხილად უნდა ვიყოთ ეს იმის მაუწყებელია რომ კურღელი სადღაც ახლოს არის განაბული. უნდა დავიმახსოვროთ რომ კვალზე დგომისას გვმართებს მაქსიმალური სიფრთხილე, უნდა ვიყოთ ჩუმად. ჩვენივე ნაფეხურებით არ უნდა დავაზიანოთ კვალი, რადგან მეორე წრემ შეიძლება კვლავ იმ ადგილზე მიგვიყვანოს. სროლისათვის მუდმივად უნდა ვიყოდ მზად. თუ კი კურდღელი გაგვექცევა ანუ სასროლ მანძილზე ვერ მივუახლოვდებით მის დევნას აზრია ფაქტიურად აღარ აქვს, რადგან ის ახლოს აღარ მიგვიშვებს.

ფაილის კომენტარი: სურათი 1. კურდღლის მოძრაობა, ამ ფოტოზე კარგად ჩანს როგორ ატარებს წინა ფეხებს უკანა ფეხებს შორის კურდღელი მოძრაობისას

ფაილის კომენტარი: სურათი 2. კურდღლის კვალი და მისი მოძრაობის მიმართულება

გაქცეულ კურდღელზე დამიზნება.

დაგვრჩა ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხი. შეიძლება ბევრს გაგეცინოთ კიდეც, მაგრამ დამიჯერედ მე პირადად ძალიან ბევრჯერ მინახავს მონადირე, რომელსაც თავისკენ მიმავალი კურდღლისთვის აუცდენია, ძალიან ხშირად გაქცეული კურდღელი მხოლოდ ყურებ დახვრეტილი წასულა. ამის მიზეზი პირველ რიგში სიჩქარეა და მეორე აუცილებლად უნდა გავითვალისწინოთ თუ რა მომენტში სად უნდა დავუმიზნოთ კურდღელს, რომ ჩვენი ნანადირევი გავხადოთ. აღნიშნულის შესახებ ბევრს აღარ გავაგრძელებ, რადგან მოცემულ სქემაზე იხ. სურათი 3. კარგად არის ნაჩვენები გაქცეულ კურდღელზე დამიზნების ადგილები სხვადასხვა პოზიციებიდან. (4 პოზიციიდან)

ფაილის კომენტარი: გაქცეულ კურდღელზე დამიზნება 4 პოზიციიდან

By XrusH
hk | Viewed: 4671 | Rated: 5