ჩვენი სერვერი: 93.188.8.55:55
ძებნა
გამოკითხვა
რომელი დავამატოთ ?
შესვლა
მთვლელი
სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0
სერვერი
 

                                                      

მწყერი გაზაფხულზე მოფრინდება ჩვენთან,ბინადრობს უმთავრესად აღმოსავლეთ და სამხრეთ საქართველოს მინდორ ველებზე და ყანებში.რჩება აქ მთელი ზაფხულის განმავლობაში და შემოდგომის დასაწყისში თითქმის მთლიანად,ახალ შთამომავლობასტან ერთად,გადაფრინდება სამხრეთისკენ.გამონაკლის შეადგენენ ჩვენში მცირე რაოდენობით დასაზამთრებლად დარჩენილი ერთეული მწყრები,რომლებიც ზამთრობენ შირაქის ველზე,მდინარეების--იორისა და ალაზნის ჭალებში და აზერბაიჯანის საზღვრებთან.
საქართველოში მწყერი დიდი რაოდენობით ბუდობს მისთვის შესაფერ ადგილებში,ხშირად ადის ალპურ მდელოებზეც 2000--3000 მეტრის სიმაღლეზე.
მწყერი ჩვენში აპრილის ბოლოს ან მაისის დასაწყისში მოდის.მაისში დედალი ბუდეს მიწაზე ჩაღრმავებულ ადგილში აკეთებს და შიგ 20-მდე კვერცხს დებს.ბუდეზე დედალი 18-20 დღესა ზის და მაის-ივნისში ბარტყებიც გამოიჩეკებიან.
მწყრები ადგილს იცვლიან საკვების ნაკლებობის დროსაც.იმ შემთხვევაში,როდესაც გამოჩეკის ადგილებზე მარცვლეულის ყანები აღებულია,ხოლო დიდი სიცხისაგან ბალახი გადამწვარი ან მოთიბულია და აღარ არის არც მსუყე საკვები და არც თავშესაფარი,ისინი ზევით,მთის კალთებზე გადაინაცვლებენ ხოლმე.მონადირეებმაც კარგად იციან მწყრის ეს ჩვევები და თუ ერთ დღეს სანადიროთ დაბლობში დადიოდნენ და იქ ხვდებოდნენ ამ გემრიელი ხორცის მქონე ფრინველს,მეორე დღეს აღარ უკვირთ,თუ იქ ვერაფერს იპოვნიან.მაშინ ისინი მთების კალთებს მიაშურებენ,სადაც მარცვლეულის ყანები ჯერ კიდევ აუღებელია და სარეველა ბალახის თესლიც ბლომად არის.
მწყრები გუნდებად არ ცხოვრობენ,მინდორში თითო-თითოდ გამოჩნდებიან ხოლმე.გადაფრენის დროს კი ერთდებიან დიდ გუნდებად.
საქართველოსი მწყრების საშემოდგომო გადაფრენა სექტემბერში იწყება და ოქტომბრის შუა რიცხვებამდე გრძელდება.გადამფრენი მწყერი განსაკუთრებით უხვად იცის შავი ზღვის სანაპიროზე--აჭარაში,აფხაზეთსა და სამეგრელოში.

hk | Viewed: 1557 | Rated: 4